საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა მოქალაქეობის გაკვეთილებზე ნასწავლი მასალა საინტერესო აქტივობებით შეაჯამეს
17-05-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო და სახალისო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მოქალაქეობის გაკვეთილზე, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, სახალისოდ და მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებით შეაჯამეს კულტურული მრავალფეროვნების, ადიქციის, ბავშვთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები.

„მათ, ასევე იმოგზაურეს სტრასბურგში, ბაზელში, ბუდაპეშტში, რიგაში, ლისაბონში და შეასრულეს სახალისო „ენჯაიზერები“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ენთუზიაზმითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა განვლილი მასალა kahoot.it პროგრამის გამოყენებით შეაჯამეს. 

მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203