
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლე-მასწავლებლები შემოქმედებით დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან.
ახლახან, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე IV კლასის მოსწავლეებმა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესწავლისას იმუშავეს. კომპლექსური დავალების თემა იყო - ინფორმაცია.
მოსწავლეები უძველესი დროიდან დღემდე ინფორმაციის შენახვისა და გავრცელების ისტორიას გაეცნენ და საინფორმაციო პოსტერი შექმნეს.
მოსწავლეებმა დავალებას სამაგალითოდ გაართვეს თავი და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: