
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას ჩაერთონ ჩემპიონატებში და უნარები წარმოაჩინონ დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, სკოლა მოხარულია გვამცნოს, სკოლის ვაჟ ფეხბურთელთა გუნდის წარმატება. ვაჟები ქვემო ქართლის ჩემპიონები გახდნენ მინიფეხბურთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ თამაშებში და წარმატებით ასპარეზობენ ქვემო ქართლის სასკოლო ლიგაში.
გუნდის წევრები წალკის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლება დააჯილდოვეს.
სკოლაში ვაჟებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: