მოსწავლეთა შექმნილი ბროშურები და საინტერესო პრეზენტაცია - გორელოვკის N3 სკოლის მესამეკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
17-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მესამეკლასელებმა ბუნების გაკვეთილზე საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს და დაამზადეს საინფორმაციო ბროშურები.

დავალების თემა „ქარი“ გახლდათ. სამიზნე ცნება -„ბუნებრივი მოვლენა“.

ქვეცნებები/საკითხები კი შემდეგს მოიცავდა: „ამინდის ცვალებადობა შეიძლება კატასტროფად იქცეს“, „რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო ძლიარი ქარისგან თავის დასაცავად“.

მოსწავლეებმა ბუნებრივი კატასტროფების შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს და ძლიერი ქარისგან თავის დასაცავი გზები დასახეს.

აქტივობებში ისინი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203