წყალტუბოს N1 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
17-05-2024
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო გაკვეთილებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-5 კლასის მოსწავლეთა რუსული ენის გაკვეთილი თემეზე - „ბუნება და ამინდი“. გაკვეთილი საინტერესო აქტივობებით და სასწავლო რესურსით იყო გაჯერებული. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს საყვარელ წელიწადის დროზე, ამინდზე, გამოიყენეს ნასწავლი ლექსიკური ელემენტები და გრამატიკული კონსტრუქციები, მოდელები, კლიშეები და შეძლეს შესაბამისი ინტონაციის თუ მახვილის დასმა.

ასევე მოსწავლეებმა გააკეთეს ხელოვნების გაკვეთილზე შექმნილი წიგნების - „წელიწადის დროები“  პრეზენტაცია და ისაუბრეს წიგნში არსებულ თემებზე. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203