„დედამიწა ჩვენი სახლია“ - გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლოზუნგი და გარემოს დაცვის მხარდასაჭერი აქტივობები
17-05-2024

დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს სკოლაში აღინიშნა დედამიწის დღე, დღესასწაული, რომელიც გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და პლანეტის დასაცავად მთელს მსოფლიოს აერთიანებს.

დედამიწის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს გორელოვკის N3 საჯარო სკოლაც.

წელს სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად მასწავლებლებთან ერთად დაასუფთავეს სოფელში არსებული მდინარის მიმდებარე ტერიტორია.

„დედამიწა ჩვენი სახლია“- ამ ლოზუნგით მოსწავლეებმა მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა აღნიშნეს და საზოგადოებასაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს. 

დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭრი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203