
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება მრავალფეროვანი ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
მათ შორის აღსანიშნავია, სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 155 წელისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მწერალზე, მის ბიოგრაფიაზე, შემოქმედებასა და როლზე. გააცოცხლეს მისი ნაწარმოებები და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი სანანახაობა შესთავაზეს.
დღე შთამბეჭდავი, ემოციებით აღსავსე და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: