ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით მაწყვალთას საჯარო სკოლაში სპეციალური გაკვეთილი ჩატარდა
04-06-2018
მაწყვალთას საჯარო სკოლაში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში გაკვეთილი ჩატარდა.
მასწავლებელი მოსწავლეებს ცოცხალი ორგანიზმების შესახებ ესაუბრა და სხვადასხვა აქტივობა შესთავაზა.
მოსწავლეებმა კი მოიძიეს ინფორმაცია ამ დღესთან დაკავშირებით და პრეზენტაციები გამართეს.
22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა.
მთელ მსოფლიოში ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების დაცვას. უმთავრესია, მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია ფლორისა და ფაუნის ენდემებისა და ბიომრავალფეროვნებაში მათი როლის შესახებ – ამრიგად, მოხდეს ცოდნის ამაღლება და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის გაგება-გააზრება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს