ბათუმის N8 სკოლის მოსწავლეებმა მშობლების როლი მოირგეს და საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
17-05-2024

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მრავალფეროვანი და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, ასეთი საინტერესო აქტივობებით დატვირთული II კლასში ჩატარებული გაკვეთილი აღმოჩნდა.

„ხშირად ბავშვები ფიქრობენ, რატომ საყვედურობენ მათ მშობლები, რატომ სჯიან, რატომ უბრაზდებიან? - ყველა ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ბათუმის N8 საჯარო სკოლის II (დამრიგებელი ირმა დევაძე) კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს წიგნი - მაკის ციტასის „ოჰ, ეს მშობლები“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია, იმსჯელეს, თუ როგორია ცხოვრება შეცვლილი როლებით, რა მოეწონათ და რატომ? ასევე იმსჯელეს იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცეოდნენ მოქმედი გმირის ან მშობლების ადგილზე რომ ყოფილიყვნენ, განიხილეს მთავარი პერსონაჟის საქციელი და მისწერეს წერილი.

ბავშვებმა, ასევე მშობლების ჩართულობითა და დახმარებით შექმნეს პოსტერები, შეასრულეს სახალისო სავარჯიშოები.

ბოლოს, კლასში საინტერესო დისკუსია გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო თითოეული მოსწავლისთის.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203