განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხალხური სიმღერის ფესტივალში მონაწილეობდნენ
17-05-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებასა და კონკურსში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, ისინი „ხალხური სიმღერის ფესტივალი - 2024“-ში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ქართულ ხალხურ საკრავებზე სიმღერები შეასრულეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მოსწავლეთა მუსიკალური უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ძალიან საინტერესო, ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203