
თბილისის N133 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის მიღწევა დაფასებულია. სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა სფეროში ბავშვების წარმატებას ახალისებს და მათ მოტივაციას უმაღლებს.
ამჯერად, სკოლამ მე-6ა კლასის მოსწავლის - ლუკა კაციტაძის სპორტული წარმატება იზეიმა.
მოსწავლე ლუკა კაციტაძე თურქეთის ქალაქ ანტალიაში 13 წლამდე ასაკის ბავშთა ფეხბურთის საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ ამ ჩემპიონატში, 7 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მე-6 კლასელმა ხუთი გოლი შესძინა თავის გუნდს და საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც მოიპოვა.
თანაკლასელებმა მოსწავლეს სკოლაში გულთბილი დახვედრა მოუწყვეს, რამაც მისი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
სკოლაში მისით ამაყობენ და კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებენ.
„წარმატებები და ბევრი სიხარული ჩვენს ფეხბურთელს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.