რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მკლავჭიდში, სპორტული შეჯიბრი ჩატარდა
17-05-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის მაგალითია ისიც, რომ სკოლაში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები აქტიურად იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ფიზიკური აღზრდისა სპორტის მასწავლებელმა - აკაკი ბუზიაშვილმა,  საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან​ სპორტული შეჯიბრი მკლავჭიდში ჩაატარა.

გამარჯვებული მოსწავლეები: დავით ჩიტაშვილი, სერგო კვარიანთაშვილი, ირაკლი კუთხაშვილი, ოთარ კუთხაშვილი, ლუკა ბიხანაშვილი, გიორგი ბერუაშვილი, გვანცა ბეჟუაშვილი და ნინი ბუზიაშვილი დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით - კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურით.

ეს დღე ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203