
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით სახალისოა პრაქტიკული სამუშაოები.
ახლახან, მეორე კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე ააწყვეს გეომეტრიული ფიგურები - მონაკვეთი, ტეხილი, სამკუთხედი, ოთხკუთხედი.
მოსწავლეებისთვის აქტივობა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: