
აბაშის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, იმართება საინტერესო აქტივობები, რაშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, სამოქალაქო განათლების პროგრამის მცირე საგრანტო კონკურსის დაფინანსებული პროექტის - „ჩემი ბავშვობა ჩემი უფლებაა“, ფარგლებში, სკოლაში, მორიგი აქტივობა - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ჩატარდა.
აქტივობა 1-ელ მაისს გაიმართა, სკოლაში მიწვეულმა სტუმარმა, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა - თამთა ალანიამ, ადრეულ ასაკში ქორწინების გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისთვის სახალხო დამცველის აპარატის როლი და საქმიანობა.
როგორც სკოლაში აფასებენ შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: