ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები გერმანულ-ავსტრიულ პოეზიის საღამოზე წარმატებით წარდგნენ
16-05-2024
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე პროფესონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.

მათ შრომას შედეგი გამოაქვს, ამის დასტური კი მოსწავლეთა აქტიურობაა. ამჯერად, ისინი გერმანულ-ავსტრიული პოეზიის საღამოში მონაწილეობდნენ. ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გერმანელი და ავსტრიელი პოეტების ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. 

გარდა ამისა, მათ გერმანულ ენაზე იმღერეს, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის საჯარო სკოლაში ჩატარდა და მასში მცხეთის მუნიციპალიტეტის ის 8 სკოლა მოსაწილეობდა, სადაც გერმანული ენა მეორე ენად შეისწავლება.

ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ გერმანიისა და ავსტრიის საელჩოს, გოეთეს ინსტიტუტის უცხოური ენების კათედრის, რესურსცენტრის წარმომადგენლები, ასევე სკოლის დირექტორები და მონაწილეთა მშობლები.

მოსწავლეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203