ცინარეთის საჯარო სკოლასთან არსებული მხატრული წრის მოსწავლეები სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაზე წარმატებით წარდგნენ
16-05-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლა მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზე 
აქტიურად ზრუნავს. 

მათ შორის, სკოლის მოსწავლეები სკოლასთან არსებული მხატრული წრის ფარგლებში ხალისით ეუფლებიან ეროვნულ ცეკვებს და ფოლკლორულ ხელოვნებას.

ახლახან, სკოლასთან არსებული მხატრული წრე „ცინარეთი“ აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი ტურში მონაწილეობდა. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. მათი ხელმძღვანელი შაქრო დავითაძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203