„ტყის შვილები“ - მესხეთის საჯარო სკოლაში რევაზ ინანიშვილის მოთხრობის მიხედვით სპექტაკლი დაიდგა
16-05-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი და მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიდინარეობს. 

ახლახან, სკოლის პროექტის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისა და სკოლის დირექტორის ნაზი სადილიანის ხელმძღვანელობით, მე-7 კლასის მოსწავლეებმა სკოლაში წარადგინეს სპექტაკლი - „ტყის შვილები“, რ. ინანიშვილის მოთხრობის მიხედვით.

სპექტაკლი საინტერესო იყო და შეეხებოდა აქტუალურ საკითხებს: ბუნების სიყვარულს, მოვლასა და მის გადარჩენას. 

სკოლაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულმა აქტივობამ  ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარისა და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარებას. პროექტის განხორციელებაში მაღალი იყო მშობელთა ჩართულობაც.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203