ჩანიშნული შემაჯამებლები და გაკვეთილები უქმდება - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის უქმე დღესთან დაკავშირებით
16-05-2024
საქართველო მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 17 მაისი - ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღე, უქმედ გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესზეც აისახა; 17 მაისს სკოლები ისვენებს და ცვლილებები შეეხება ელექტრონულ ჟურნალსაც.

სკოლებსა და ბაღებში სწავლა შეწყდება - 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ 17 მაისი გამოცხადდა უქმე დღედ, „აღნიშნულ რიცხვში ჩანიშნული გაკვეთილები და შემაჯამებელი დავალებები ავტომატურად გაუქმდება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ“, - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203