„ქართული პოპ-მუსიკა სხვადასხვა ათწლეულში“ - ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
16-05-2024
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, მუსიკის შესწავლისას, მე-8ა კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე - „ქართული პოპ-მუსიკა სხვადასხვა ათწლეულში“.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორემაცია, გამოთქვეს მოსაზრება თუ რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან სხვადასხვა ათწლეულის პოპ-მუსიკის ნიმუშები და შეადარეს ერთმანეთს.
პროექტის წარდგენის დროს კი გამოიყენეს როგორც აუდიო, ისე ვიდეომასალა.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.