
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება.
ამჯერად, მოსწავლეებმა კედლის გაზეთის - „ციფრული მოქალაქე“ N1 ნომერი გამოუშვეს.
გაზეთი, სკოლაში მიმდინარე კვლევის - „როგორია სასკოლო საზოგადოების ცნობიერების დონე ციფრულ მოქალაქეობასთან დაკავშირებით“, ფარგლებში გამოიცა. გაზეთზე იმუშავეს სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა.
აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტო: