„აურზაური არაფრის გამო“ - შთამბეჭდავი ღონისძიება ლემშვენიერას საჯარო სკოლაში 
16-05-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მრავალფეროვანი და მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად, სკოლაში, ღონისძიება სახელწოდებით - „აურზაური არაფრის გამო“ ჩატარდა. ​კაფე-საღამოს ფარგლებში, სკოლაში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის აქტივობა, რომელშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ სასიამოვნო განწყობა თავიდანვე შეუქმნეს სასკოლო საზოგადოებას.

ღონისძიებაზე ბავშვებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხე, ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ღონისძიებამ აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა.

სკოლაში კლასის ხელმძღვანელს აღნიშნული ღონისძიებისთვის მადლობას უხდიან.

„ძალიან დიდი მადლობა მოსწავლეებს და კრეატიულ კლასის ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო ზურაბიანს ამ „აურზაურისათვის”, სიყვარულისთვის, მეგობრობისთვის, დახვეწილობისთვის, ესტეთიურობისთვის, ვიზუალიზაციისთვის“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას ყოველთვის ზრუნავს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203