გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე მერაბ სიხარულიძე სასწავლო-კვლევით კონფერენციაზე წარმატებით წარდგა
16-05-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტში აქტიურად ერთვებიან.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-7 კლასელი მერაბ სიხარულიძე, რომელიც 77-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენციაზე, რომლის თემა გახლდათ „მდგრადი განვითარების მიზნები“, წარმატებით წარდგა. მან გამარჯვებული თემის - „ჩვენ ერთად შეგვიძლია სამყარო უკეთეს ადგილად ვაქციოთ“ პრეზენტაცია ჩაატარა.

ეროვნული სასახლის ორგანიზებული რიგით 77-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენციის დასკვნითი ეტაპი თბილისის ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში ჩატარდა. 

აღსანიშნავია ის, რომ მოსწავლე მერაბ სიხარულიძე კონფერენციის ყველაზე პატარა მონაწილე იყო. მოსწავლის პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და შესაბამისად დაჯილდოვდა სიგელით.

მოსწავლის საპრეზენტაციო თემის ხელმძღვანელი პედაგოგი - თამარ შელეგია გახლავთ.

„წარმატებას ვუსურვებთ მერაბს და გოგოლესუბნის საჯარო სკოლის ამბიციურ და კრეატიულ გუნდს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203