საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგ ხატია რაზმაძის წარმატება და ცნობილი მასწავლებლისგან მიღებული ძვირფასი წერილი
16-05-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლას პროფესიონალი და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს. ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით აქტივობასა და პროექტში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან, მიღებულ ცოდნას კი მოსწავლეებს უზიარებენ.

ერთ-ერთი ასეთი პედაგოგია ბიოლოგიის მასწავლებელი ხატია რაზმაძე. ის, სამი თვის განმავლობაში სწავლობდა შალვა ამონაშვილის აკადემიში, სწავლის დასრულების შემდეგ დაწერა და დაიცვა პროექტი „ჰუმანური თანაკლასელი“.

პროექტის წარმატებით დაცვის შემდეგ მან, სიყვარულით სავსე წერილი მიიღო შალვა ამონაშვილისგან.

„ხატია! ნამდვილი კლასის ხელმძღვანელი მოზარდების სული და გული. თავისი დიდსულოვნებითა და კეთილშობილებით შეუძლია შექმნას მეგობართა ჯგუფი, რაც მომავალში მათ ცხოვრებას წაადგება...“, - ვკითხულობთ წერილში.

აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტი სექტემბრიდან აიღებს სტარტს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203