
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში მოსწავლეებს შორის „მხიარული სტარტები“, გაიმართა, რომელშიც V-IX კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ თამაშებში მოსწავლეები დიდი შემართებით, ენთუზიაზმითა და გამარჯვების ჟინით ჩაერთნენ.
შეჯიბრება დასრულდა ანგარიშით 24:15. ჩემპიონატი კი ჩატარდა სპორტის მასწავლებლის, ნანა მიქაბერიძის
ორგანიზებით.
სკოლაში გამარჯვებულ გუნდს ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: