გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო დიორამები შექმნეს 
16-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდასა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ისინი, ბავშვებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, ასეთი საინტერესო ბუნების გაკვეთილი აღმოჩნდა, რომლის თემა „საბინადრო გარემო“ გახლდათ. მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს. მათ, ასევე, პანდისა და დინოზავრის საბინადრო გარემოს დიორამები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობები ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203