
თბილისის N141 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და გაჯერებულია საინტერესო აქტივობებით.
14 მაისს, ლიტერატურული კლუბის წევრები, სკოლის ბიბლიოთეკარის - ლალი გურგენაშვილის ინიციატივითა და კლუბის ხელმძღვანელის - სალომე ზაბახიძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში.
ბავშვებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკა და დაესწრნენ მირზა გელოვანის გარდაცვალებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს, მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია პოეტის შესახებ, წარმოაჩინეს საკუთარი სკოლაც და წაიკითხეს მირზა გელოვანის ლექსები.
სკოლა მადლობას უხდის მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკას ასეთი საიტერესო და შემეცნებითი საღამოსთვის.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: