„100 წელი 1924 წლის აჯანყებიდან“ - გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში საინტერესო და ინფორმაციული კონფერენცია გაიმართა
16-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

მათ შორის იყო საინტერესო კონფერენცია თემაზე - „100 წელი 1924 წლის აჯანყებიდან“. კონფერენცია ატარებდა ინფორმაციულ-სასწავლო ხასიათს.

კონფერენციას უძღვებოდა მე-11 კლასის მოსწავლე - ანუკი ვანაძე და ისტორიის მასწავლებელი ჯიმშერ კაპანაძე. მათ აღნიშნული დღის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს და ცოდნა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

1924 წლის აგვისტოს აჯანყება, ასევე აგვისტოს აჯანყება — საბჭოთა მმართველობისა და რუსული ოკუპაცის წინააღმდეგ მიმართული საერთო სახალხო აჯანყება საქართველოში. აჯანყების მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა ოკუპაციისგან და დეოკრატიული რესპუბლიკის აღდგენა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203