ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი ემოციები და „მოგზაურობა“ კოსმოსში 
16-05-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მოსწავლეების განწყობის ამაღლებასა და მოტივაციის ზრდაზე პედაგოგები განსაკუთრებულად ზრუნავენ.

სკოლაში კიდევ ერთი მხიარული და დაუვიწყარი დღე მოეწყო. მოსწავლეებმა მობილურ პლანეტარიუმს უმასპინძლეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა აქტივობამ, რომელსაც ორგანიზება ბუნებისმეტყველების პედაგოგმა - მიმოზა ფაცაციამ გაუწია.

პლანეტარიუმის გუმბათის ქვეშ ბავშვებმა ნახეს საგანმანათლებლო გასართობი ფილმები კოსმოსზე და ბუნებაზე.

„მოგზაურობამ“ პლანეტებს შორის მოსწავლეებში დიდი ემოცია და აღფრთოვანება გამოიწვია.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203