
თბილისის N191 საჯარო სკოლის პედაგოგები როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, რაც როგორც მოსწავლეთა შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებასა და წახალისებას ემსახურება.
ახლახან, სკოლაში, მათემატიკის კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა მე-8დ და მე-8გ კლასებს შორის.
შეჯიბრი ძირითადად მოიცავდა მათემატიკურ თამაშებსა და რებუსებს.
ვიქტორინა მეტად საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
გამარჯვება მოიპოვა მე-8დ კლასმა. კლასის დამრიგებელი თეონა ღრუბელაძე გახლავთ, კონკურსის ორგანიზატორი კი პედაგოგი ნინო გურული.
იხილეთ ფოტოები: