„ჯანსაღი თეფში“ - დიდი ჭყონის N1 სკოლაში ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის - ნანა ახალაიას ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტი განხორციელდა
16-05-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი-აქტივობა სახელწოდებით - „ჯანსაღი თეფში“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მის დანერგვას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას - თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება ადამიანის ჯანმრთელობისათვის, შექმნეს საინტერესო პლაკატები, პოსტერები, ბუკლეტები.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა კვლევა, მოსწავლეებმა გამოკითხეს რესპონდენტები და დაურიგეს ბუკლეტები, რომელშიც მოცემული იყო ინფორმაცია ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. კვლევის დასრულების შემდეგ, მოწაფეებმა კვლევის შედეგები ასახეს სვეტოვან დიაგრამაში.

კვლევამ ნათლად აჩვენა პრობლემები ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. პრაქტიკული მუშაობის შემდეგ მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გააკეთეს.

აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობდა ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი ნანა ახალაია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203