მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
სკოლის მე-2ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ეკა პატიაშვილის ხელმძღვანელობით ციფრულ მუზეუმსა და ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მუზეუმს ესტუმრნენ და საგანმანათლებლო პროგრამებში მიიღეს მონაწილეობა.
ციფრულ სივრცეში მოსწავლეებმა „ნახეს“ წყალქვეშა სამყაროს ბინადრები, ხოლო ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მუზეუმში კი გაეცნენ თოჯინების ისტორიას.
ბავშვებმა მოისმინეს ინფორმაცია, როგორც მსოფლიოს უძველესი და თანამედროვე თოჯინების შესახებ, ასევე ქართული ტრადიციული თოჯინების შექმნაზე. დასასრულს კი საკუთარი ხელით დაამზადეს თოჯინები.
იხილეთ ფოტოები: