ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები ზრუნავენ.
ახლახან, დასუფთავების აქცია გაიმართა გორისციხის საჯარო სკოლაში. მასწავლებლები და მოსწავლეები მთელი დღის განმავლობაში ასუფთავებდნენ სკოლის ტერიტორიას.
„დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად სკოლის სისუფთავეზე, გამწვანებასა და ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე ერთად ზრუნავენ“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქციის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
მოსწავლეებმაც აღნიშნეს, რომ მსგავსი აქციები ძალიან სახალისო და საჭიროა ჯანსაღ გარემოში საცხოვრებლად.
იხილეთ ფოტოები: