ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებმა თავიანთი ნაწარმის - სურნელოვანი სანთლების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს
17-05-2024

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეები სამეწარმეო უნარ-ჩვევებს ეუფლებიან. 

სკოლაში არჩევითი საგანი მეწარმეობა ისწავლება. მეწარმეობის საფუძვლებს მოსწავლეებს მასწავლებელი ნონა ბაბუაძე ასწავლის და ბავშვებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს. 

მე-10 კლასის მოსწავლეებმა, 2 მაისს, მოაწყვეს თავიანთი ნაწარმის - სურნელოვანი სანთლების გამოფენა-გაყიდვა.

მეწარმე მოსწავლეებმა სხვადასხვა კლასის მოწაფეებსა და მასწავლებლებს აჩვენეს შექმნილი პროდუქტი და აუხსნეს მისი დამზადების პროცედურები.

მყიდველმა შეძენილი პროდუქტით გაალამაზა სადღესასწაულო, სააღდგომო სუფრა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203