ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შექმნილი წიგნების გამოფენა მოეწყო
16-05-2024

ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა ინტელექტუალური და საგანმანათლებლო აქტივობა იმართება, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის 1-ელ კლასში, პროექტ წიგნობანას ფარგლებში, საინტერესო აქტივობები ჩატარდა.

მოსწავლეებმა მოთხრობა „ბუშტის კაცუნა“ წაიკითხეს, რომლის შესახებაც იმსჯელეს და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს. მათ, ასევე საკუთარი ხელით შექმნეს წიგნები, რომელთა გამოფენაც სკოლაში მოეწყო. 

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ეს დღე შემოქმედებითად დატვირთული და ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგები მოსწავლეებს წიგნების სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203