ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლე სასწავლო-კვლევით კონფერენციაზე წარმატებით წარდგა
16-05-2024

ზესტაფონის ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით კონფერენციასა და კონკურსში მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

მათ შორისაა მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი შველიძე, რომელიც 77-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობდა.

კონფერენციას უმასპინძლა თბილისის ქართულმა უნივერსიტეტმა, სადაც ქიმიის სექციაში, მეორე ეტაპზე საქართველოს 10 სკოლიდან გამარჯვებულმა მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები. აღსანიშნავია, რომ მათ შორის, იყო სწორედ, ზესტაფონის ქართულ-ევროპული სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის - გიორგი შველიძის ნაშრომი.

მოსწავლე კონფერენციის მესამე ეტაპზე მაქსიმალური ქულით  წარდგა. მოსწავლის თემის ხელმძღვანელი ქიმიის მასწავლებელი მარინა ხუსკივაძე გახლავთ.

დირექცია მოსწავლეს კონფერენციაში მიღწეულ წარმატებას ულოცავს და მადლობას უხდის ქიმიის მასწავლებელ მარინა ხუსკივაძეს მოსწავლეთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობისათვის.

„ვულოცავ გიორგი შველიძეს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებ სამეცნიერო კვლევითი ხასიათის ჩვევების განვითარებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შემფასებელმა კომისიამ პრეზენტაციების ავტორები დააჯილდოვა ფასიანი საჩუქრებით და მადლობის სიგელებით.

წელს 77-ჯერ ჩატარდა მოსწავლეთა სასწავლო -კვლევითი კონფერენცია, რომლის მიზანია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, ასევე არაფორმალურ საგანმანათლებო აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, მეცნიერების სხვადასხვა დარგების დასაუფლებლად. მოსწავლეთა შემოქმედების, კვლევის, საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203