ქუთაისის N26 საჯარო სკოლის პირველკლასელთა გასვლითი აქტივობა ბოტანიკურ ბაღში
15-05-2024
ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და სხვადასხვა მიმართულებით, ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

იქ არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ პროექტი იმართება. ახლახან კი, დედამიწის დღე თემატური აქტივობებით აღინიშნა. 

თარიღთან დაკავშირებით, პირველი კლასის მოსწავლეები ბოტანიკურ ბაღში იმყოფებოდნენ. როგორც სკოლაში ამბობენ, აქტივობამ „სამყარო ლამაზი ფერებით“, დიდი წარმატებით ჩაიარა. 

მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. მათ გარემოსდაცვითი გზავნილები გააჟღერეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ვიდეო:

ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203