„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეები ლოს-ანჯელესში, მეცნიერებისა და ინჟინერიის საერთაშორისო გამოფენაზე გაემგზავრნენ
16-05-2024
„ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში“ სწავლა, რომ წარმატების საწინდარია, ეს, წლების განმავლობაში, არაერთხელ დადასტურებულა. 

ამჯერად, ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში REGENERON ISEF მეცნიერებისა და ინჟინერიის საერთაშორისო გამოფენაზე გაემგზავრნენ.

გამოფენის გამართვის დრო 11-17 მაისია, სადაც GAHS & GAS სკოლები უკვე მეთერთმეტედ წარადგენენ პროექტებს შემდეგი სამეცნიერო კატეგორიებიდან:

  •  Chemistry: იაკობ საფარაშვილი; ნიკოლოზ აბაშიძე; მარიამ ბუხაიძე.
  • Technology Enhances The Arts: არჩილ ბერაია; ვახტანგ გოგია; ანი გოგია.
  • Mathematics: სანდრო ნაზღაიძე; ნიკოლოზი ყულოშვილი; გიორგი ჩომახიძე.
ახალგაზრდა მეცნიერთა გუნდს ხელმძღვანელობენ: სალომე კუბლაშვილი, თამარ წერეთელი და გოგა სუქნიძე.

Regeneron ISEF ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული სამეცნიერო გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართება. მასში მსოფლიოს 75 ქვეყნიდან 2000-მდე მოსწავლე მონაწილეობს, რაც მათ უნიკალური შესაძლებლობა აძლევს შრომისმოყვარეობისა და ინოვაციური იდეებისთვის მსოფლიო აღიარება მოიპოვონ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203