ბოდბისხევის საჯარო სკოლის მოსწავლებმა თამარ მეფის ხსენების დღე საინტერესოდ აღნიშნეს
15-05-2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებასთან ერთად, მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ზრუნავენ.
ამჯერად, VII-VIII-IX კლასების მოსწავლეებმა „თამარობა“ აღნიშნეს და ისტორიის მასწავლებლის ლია ელაშვილის ხელმძღვანელობით ამ დღესთან დაკავშირებით შექმნეს პოსტერები, ბუკლეტები და ვიდეოკოლაჟები.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საინფორმაციო და შემეცნებითი ხასიათის ინფორმაცია მიაწოდეს სასკოლო საზოგადოებას რადიოგადაცემის - „ჩვენი ხმა ყველას“, საშუალებით.
„ქართველმა ხალხმა, ქართველმა ეკლესიამ მაისის თვესთან - ამ სიცოცხლის გაფურჩქვნა-აყვავების სიხარულს და შვება-სიტკბოების თვესთან დააკავშირა მეფე თამარის ხსენება. 14 მაისი ვითარცა მოსახსენებელი დღე წმიდისა, კეთილმორწმუნისა დიდისა მეფისა“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა აქტივობა სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს