ჭოგნარის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის - გიორგი სვინტრაძის სპორტული წარმატებით ხარობენ
16-05-2024

ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული ახალგაზრდა აღუზრდია, მათ შორის არის კურსდამთავრებული გიორგი სვინტრაძე

გიორგი, სლოვაკიაში ჩატარებულ 2024 წლის ევროპის პარა-მკლავჭიდში ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა და მარჯვენა მკლავის ფინალში გადავიდა. 

სკოლაში გიორგის მიღწევა ახარებთ, მას წინსვლასა და მომავალ წარმატებას უსურვებენ. 

„დაე, გიორგის დაუღალავი შრომა, ბრძოლის შედეგად მიღებული მიღწევები ყოფილიყოს კიდევ მეტი წინსვლისა და წარმატების მომტანი ოჯახის, ახლობლების, სკოლისა და ქვეყნის სასიკეთოდ!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203