ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლას იტალიელი მწერალი სტუმრობდა
16-05-2024
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში საპატიო სტუმარს უმასპინძლეს. 

სკოლას იტალიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ფრანჩესკო ტრეჩი ეწვია, როგორც სკოლაში აფასებენ პოზიტიური ადამიანი, რომელმაც დაუვიწყარი დღე აჩუქა სასკოლო საზოგადოებას.

მწერალმა მოსწავლეებს უამბო თავისი გამოცდილება, ესაუბრა საქმიანობაზე, მწერლობაზე, ასევე,  მოსწავლეებთან ერთად განიხილა ლიტერატურული ნაწარმოებები. 

მოსწავლეებისთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მწერლის ვიზიტი, მისი ისტორიის მოსმენა, პირადად გაცნობა და აზრების გაზიარება. 

„ემოციებით სავსე, შთაბეჭდილებებით დატვირთული და დასამახსოვრებელი დღე ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში“,- ასე აფასებენ მწერლის ვიზიტს სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203