„კლასიკური სიმფონიური ორკესტრი“ - საინტერესო პროექტი და შთამბეჭდავი პრეზენტაცია წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
15-05-2024
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, იმართება არაერთი საინტერესო შეხვედრა და აქტივობა, რომლებშიც მოსწავლეები ქტიურად არიან ჩართულნი. 

ამჯერად,  VI და VI კლასის მოსწავლეებმა, სკოლაში წარადგინეს პროექტი, თემაზე - „კლასიკური სიმფონიური ორკესტრი“. კლასების დამრიგებლები: თამილა ჭოლაძე და მანანა წულაია გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ პრეზერნტაცია საგანი მუსიკის ფარგლებში გაიმართა და მას პედაგოგი ქეთევან რატიანი ხელმძღვანელობდა.

როგოც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წარადგინეს აკადემიური პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს ორკესტრის ჩამოყალიბების ისტორიულ გზაზე, სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობაზე, სადირიჟორო ხელოვნებაზე.

პრეზენტაცია გამდიდრებული იყო აუდიო და ვიდეომასალით. პრეზენტაციის ბოლოს კი, სასკოლო საზოგადოებამ იხილა იმიტირებული ორკესტრი სპეციალურად დამზადებული სასწავლო საკრავებით.

როგორც სკოლაში აფასებენ, მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას. იყვნენ აქტიურები და მოტივირებულები.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას ესწრებოდნენ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და წყალტუბოს თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორი მარინა კვერნაძე. მათ დადებითად შეაფასეს პროექტი და წარმატებები უსურვეს სკოლის საამაყო პატარებს.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203