მხიარული ვიქტორინა ხელედის საჯარო სკოლაში 
15-05-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და გაჯერებულია საინტერესო აქტივობებით. 

ამჯერად, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული მხიარული ვიქტორინა გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა და უნარები წარმოაჩინეს, ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენცია გაუწიეს და დღეც პროდუქტიულად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ ვიქტორინას ხელმძღვანელი ლეილა ჩანქსელიანი გახლდათ.

სკოლაში მოსწავლეებს წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203