თბილისის N200 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს კვირეული მიეძღვნა
15-05-2024
თბილისის N200 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

რასაკვირველია, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც დედამიწის დღე დარჩენილა. სკოლაში თარიღთან დაკავშირებით, კვირეული გაიმართა.

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და აღნიშნეს, რომ დედამიწა ცოცხალი არსებაა, რომელსაც მოვლა და გაფრთხლილება სჭირდება. მათ თემატური ნამუშევრებიც მოამზადეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203