თბილისის N208 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს, დებატების ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, სერტიფიკატები გადაეცათ
თბილისის N208 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ. მათი ხელმძღვანელობით ახალგაზრდები არაერთ წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, ორბელიანის აკადემიის ორგანიზებით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, კარლ პოპერის ღირებულებითი ფორმატის დებატების ჩემპიონატი ჩატარდა. მასში მე-10 კლასის მოსწავლეები - ლიზი ომიაძე, ლევან ხეცურიანი და ტარიელ ყოჩიაშვილი მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დარგის სპეციალისტებმა თითოეული მონაწილის დადებითი და უარყოფითი მხარეები შეაფასეს და მონაწიილებს სერტიფიკატები გადასცეს.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებელს - ცაცუ გაზდელიანსა და მოსწავლეებს, არაფორმალური განათლების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობისთვის.
იხილეთ ფოტოები: