ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა ღონისძიებაში ხშირად ერთვება. ამჯერად, სკოლა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ტექნიკის კონკურსში მონაწილეობდა. შედეგად კი, „წლის ლიდერი სკოლის ტიტული“ დაიმსახურა.
როგორც „წლის ლიდერი სკოლა“, სხვა სკოლებს მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობისა და სკოლის დემოკრატიული მართვის შესახებ გამოცდილებას გაუზიარებს. გამოცდილების გაზიარება უახლოეს მომავალში დაიწყება და მომდევნო აკადემიური წლის განმავლობაში გაგრძელდება. ლიდერ სკოლებს ტექნიკა 2024 წლის ივნის-ივლისში გადაეცემათ.
სკოლაში მიღწევით ხარობენ და მომავალი წარმატებების იმედი აქვთ.
„მიხარია და ვულოცავ ჩემს სკოლას ამ დიდ გამარჯვებას და მადლიბას ვუხდი სამოქალაქო განათლების პროგრამას, აჭარა-bedec-ს“,- წერს კლუბის კურატორი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი - თამილა რიონიძე.
იხილეთ ფოტოები: