თბილისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მენეჯერმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა
15-05-2024

თბილისის N12 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაღვრასა და კარიერის დაგეგმვაში ეხმარებიან.

სკოლას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კოლეჯ „მერმისთან“. მემორანდუმის მიზანია: მომავალი თაობის პროფესიული განვითარება და დასაქმებაში ხელშეწყობა.

ურთიერთთანამშრომლობის მიზნით სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა კოლეჯ „მერმისის“ პროფორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მენეჯერი ლალი ბეშკენაძე, რომელმაც IX კლასის მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია 2024 წლის საგაზაფხულო მიღებასთან დაკავშირებით, კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო (ფორმალური განათლების), მათ შორის მოკლევადიანი, მომზადება/გადამზადების პროგრამები, ისაუბრა შრომის ბაზრის და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.

მოსწავლეებისთვის შეხვედრა მეტად ინფორმაციული აღმოჩნდა. მოზარდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე სტუმრისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203