ძევრის საჯარო სკოლის „სიკეთის კლუბმა“ ტრადიციული სააღდგომო საქველმოქმედო აქცია გამართა
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევა.
ამის დასტური ის თემატური ღონისძიებები თუ აქტივობებია, რომლებიც სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში ეწყობა. მოსწავლეები კი მათ მიმდინარეობაში განსაკუთრებული სიხარულით ერთვებიან.
ახლახან კი, სკოლის „სიკეთის კლუბმა“ ტრადიციული საქველმოქმედო სააღდგომო აქცია გამართა. მოსწავლეებმა ნობათი დაახარისხეს, სააღდგომო კვერცხები შეღებეს და ოჯახებს გადასცეს.
აქტივობას სკოლის დირექტორი - მანუჩარ ფანჩულიძე ეხმიანება.
„სიკეთით გავახარეთ და გავიხარეთ ჩვენც. სიტყვები არ მყოფნის მადლიერების გამოსახატად, ჩვენი მშობლების მოსწავლეების პედაგოგების მიმართ. ძევრის სკოლის დაუღალავი სტაფი წვიმაში, თოვაში, ყინვაში, სიცხეში შრომობენ. ჩემი ოქროს გოგოები და ბიჭები“,- აღნიშნავს დირექტორი.
იხილეთ ვიდეო: