საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
15-05-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სურვილებისა და ინტერესებს გათვალისწინებით და მათი მოტივაციის ამაღლების მიზნით არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სკოლის X და XI კლასის მოსწავლეებმა 11-12 მაისს მოაწყეს სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მარშუტით: საბუე-ახალციხე-აბასთუმანი.

მოსწავლეებმა ახალციხეში მოინახულეს კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი „ვარძია“, XI-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი, თამარ მეფის ეპოქის დიდებული მემატიანე.

ასევე ახალგაზრდებმა მოინახულეს ხერთვისის ციხე - შუასაუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, აგრეთვე ნახეს აბასთუმანში ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია. მოილოცეს „ზარზმის“ და „საფარას“ მონასტერი.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ხელმძღვანელები გახლდათ: ნინო გიგიგლაშვილი​ და მაგული ველიაშვილი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203