
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს სამოქალაქო განათლების კლუბი და სასკოლო საზოგადოებას საინტერესო აქტივობებს სთავაზობს.
16 აპრილს, კლუბმა - „ერთობა“, დაიწყო პროექტის - „სუფთა გარემო“, განხორციელება. რომლის ფარგლებშიც მე-7, მე-8, მე-9, მე-10ბ კლასების მოსწავლეებმა ნახეს ფილმი - „წყალდიდობამდე“.
მოსწავლეებმა გააცნობიერეს რას ნიშნავს გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილები და გლობალური დათბობა, რა მავნებლობა მოაქვს მათ ეკოსისტემისთვის, რა უარყოფით გავლენას ახდენს ბუნებაზე ავტომანქანებისა და ქარხნების გამონაბოლქვი. როგორ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე, როგორ შეიძლება მოგვარდეს პრობლემები.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პროგრამის თანადგომით.
„მადლობა მოსწავლეებს აქტიურობისათვის, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრას და სკოლის დირექციას თანადგომისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: