საინტერესო ლიტერატურული საღამო​ მეჩხეთურის საჯარო სკოლაში  
15-05-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლაში წიგნის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღვივებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. 

ამის ნათელი მაგალითია ლიტერატურული საღამო - „წაიკითხე წიგნები უკეთესად იქნები“. 

აღსანიშნავია, რომ საღამო 23 აპრილს, წიგნის კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო და ემოციების გარეშე არავინ დატოვა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი მწერლების უკვდავი ნაწარმოებებიდან ეპიზოდები, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს წიგნის წარმოშობის ისტორია და მნიშვნელობა, რომ იგი ფასდაუდებელი საგანძურია ცოდნის მისაღებად.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203